Product Owner Mentor GEO
Academy of Digital Industries- Location
- Tbilisi, Tbilisi, Georgia
- Workplace
- Hybrid
- Employment
- Contract
- Salary
- —
Posted 24d ago
ADI-ის შესახებ
ციფრული ინდუსტრიის აკადემია ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის - ადგილობრივ ბაზარზე ციფრული ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადასაჭრელად.
2018 წელს თბილისში დაწყებული პატარა ინიციატივა დღეს უკვე წარმოადგენს გლობალურ EdTech პლატფორმას, რომელსაც ჰყავს 30,000-ზე მეტი კურსდამთავრებული.
2023 წლიდან Tether-თან პარტნიორობით, ჩვენი მისია გაფართოვდა და ახლა გლობალურად ვეხმარებით ადამიანებს მიიღონ პრაქტიკული განათლება და დაიწყონ კარიერა ციფრულ სფეროში.
Სამუშაო აღწერილობა
ვეძებთ Product Owner-ის მენტორს, რომელსაც აქვს ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება პროდუქტის მართვისა და განვითარების მიმართულებით და შეუძლია საკუთარი პროფესიული გამოცდილების სტუდენტებისთვის გაზიარება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც კარგად ესმის Product Owner-ის როლი რეალურ სამუშაო გარემოში პროდუქტის ხედვისა და მიზნების განსაზღვრიდან, მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირებისა და პრიორიტეტიზაციის პროცესიდან, გუნდის კოორდინაციასა და პროდუქტის განვითარებამდე.
ძირითადი მოვალეობები
- ცოდნის გაზიარების, მენტორობისა და სტუდენტებთან ურთიერთობის სურვილი;
- ონლაინ და ოფლაინ ვორქშოპების ჩატარება სილაბუსის მიხედვით, რომელიც მოიცავს აქტიურ დისკუსიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას;
- სწავლების პრაქტიკული მოდელის შექმნა და განვითარება საკუთარ პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით;
- რეალური სამუშაო ქეისების, მაგალითებისა და პროდუქტის განვითარების პროცესში მიღებული გამოცდილების გაზიარება;
- სტუდენტებისთვის Product Owner-ის ძირითადი პასუხისმგებლობების, სამუშაო პროცესებისა და თანამედროვე ინსტრუმენტების პრაქტიკულად გაცნობა;
- AI ინსტრუმენტების გამოყენების სწავლება Product Owner-ის ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ შორის პროდუქტის კვლევის, იდეების გენერირების, მომხმარებლის საჭიროებების ანალიზის, დოკუმენტაციის, მოთხოვნების ჩამოყალიბებისა და სხვა პროცესების გასაუმჯობესებლად;
- სტუდენტებისთვის AI-ის შესაძლებლობებისა და შეზღუდვების გაცნობა და პასუხისმგებლიანი გამოყენების პრაქტიკის გაზიარება;
- სტუდენტების მხარდაჭერა პრაქტიკული დავალებებისა და პროექტების შესრულების პროცესში;
- სტუდენტებისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
- აქტიური, პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნა;
- სტუდენტების ჩართულობისა და დისკუსიაში მონაწილეობის წახალისება;
- სფეროში არსებული სიახლეებისა და თანამედროვე მიდგომების მუდმივი გაცნობა და სწავლების პროცესში მათი ინტეგრირება;
- ვორქშოპების ფარგლებში ინოვაციური და კრეატიული აზროვნების წახალისება.
- Product Owner-ის პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება;
- Cross-functional გუნდებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- დეველოპმენტის გუნდებთან მუშაობისა და მათი მართვის-კოორდინაციის გამოცდილება;
- პროდუქტის განვითარების პროცესისა და მისი ძირითადი ეტაპების პრაქტიკული ცოდნა;
- Agile მეთოდოლოგიისა და Scrum-ის პრინციპების კარგი ცოდნა;
- პროექტისა და პროდუქტის მართვის შესაბამისი ინსტრუმენტების, მათ შორის Jira-ს, ცოდნა;
- AI ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება Product Management/Product Ownership-ის პროცესებში ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- პროდუქტის კვლევის, მომხმარებლის საჭიროებების ანალიზის, მოთხოვნების ჩამოყალიბებისა და პრიორიტეტიზაციის გამოცდილება;
- Scrum.org-ის შესაბამისი სერტიფიკატის, მაგალითად Professional Scrum Product Owner™ II (PSPO II) ან მსგავსი სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები;
- კარგი კომუნიკაციისა და ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი;
- სტუდენტების მოტივირებისა და შთაგონების უნარი;
- სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მქონე აუდიტორიასთან ეფექტურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ.
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას;
- 20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში;
- ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას და ფასდაკლებას ოჯახის წევრებისთვის;
- სწავლებისა და განვითარების პროგრამას;
- რეფერალ პროგრამას;
- კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ ასევე ლოკალურ ივენთებს.
Skills
- Jira
More jobs at Academy of Digital Industries
Similar roles
Senior Solutions MY TEST
Partners Internal Quality Control · San Antonio, TX, United States · today
Director, Operations Excellence & Performance
Bcb · Chicago · Washington, D.C. · yesterday
Manager, Financial Coach
Per Scholas · United States · USD 60,000–70,000/yr · yesterday
Technical Learning Experience & Delivery
Salesforce · New York · Georgia - Atlanta · Washington - Seattle +1 · 3d ago
ATQH C2NOW Trainer
Leidos · Killeen, TX · USD 59,150–106,925/yr · 3d ago
Full Stack Developer, EVAAS
IDeaS · Cary HQ, NC, United States · 7d ago