Product Owner
JSC Credo Bank- Location
- Location not stated
- Workplace
- —
- Employment
- —
- Salary
- —
Product Owner - JSC Credo Bank | Career Page
Product Owner
Tbilisi, Tbilisi, Georgia
Apply for Position Or refer someone
Job Openings Product Owner
About the job Product Owner
დამსაქმებელი
სს კრედო ბანკი
თანამდებობა
პროდუქტების მფლობელი
სამუშაო ადგილი
თბილისი, სათაო ოფისი
კრედო ბანკი 25 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 83 ფილიალით არის წარმოდგენილი.
თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ჩვენ გთავაზობთ
- სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემო;
- პროფესიული ტრენინგები და მასტერკლასები;
- კორპორატიული ღონისძიებები;
- ჯანმრთელობის დაზღვევა
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.
#გახდიკრედოელი
სპეციფიური პასუხისმგებლობები
- ციფრული პროდუქტების და ტექნოლოგიების ჭრილში მსოფლიო ტენდენციების, ინოვაციური ტექნოლოგიების და მიდგომების შესწავლა, მათი ადგილობრივ ბაზარზე დანერგვის შესაძლებლობის შეფასება;
- ადგილობრივი ბაზრის ანალიზი, ბაზრის ცვლილებებისა და ტენდენციების სისტემატური შესწავლა და მათ საფუძველზე კომპანიის არსებული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის შეფასება;
- სტეიკჰოლდერების ბიზნეს ამოცანებიდან გამომდინარე საჭიროებების და ინსაითების შეგროვება;
- მომხმარებლების ინსაიტების ანალიზი კომპანიის შიდა სისტემებიდან, ანალიტიკური ინსტრუმენტებიდან, რეპორტებიდან, მომხმარებელთა კვლევებიდან და/ან desk research-ის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე;
- იდეების გენერაციის ვორკშოპების ორგანიზება და ფასილიტაცია;
- პროდუქტის კონცეფციის შემუშავება და პიჩინგი;
- პროდუქტის კომერციული მომგებიანობის მომზადება;
- პროდუქტის განვითარების ხედვის, მიზნების და ამოცანების სტეიკჰოლდერებთან და სამუშაო ჯგუფებთან კომუნიკაცია;
- შესათანხმებელი/დასაზუსტებელი საკითხების რელევანტურ სტეიკჰოლდერებთან განხილვა/კოორდინაცია;
- ბიზნეს მიმართულებებს და IT სისტემებს შორის ურთიერთდამოკიდებულებების მეპინგი;
- პროექტების და პროდუქტის ბექლოგის პრიორიტეტიზაცია;
- პარტნიორი კომპანიების შერჩევა და მათთან ურთიერთობა, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე პარტნიორებთან თანამშრომლობა, ერთობლივად პროექტების შემუშავება;
- პროდუქტის საკვანძო ბიზნეს ამოცანების განსაზღვრა, კოლაბორაცია და შესრულების მონიტორინგი;
- დამტკიცებული პროდუქტის შექმნის და დანერგვის პროცესის კოორდინაცია პროექტის მართვის პრინციპების გამოყენებით;
- არსებულ ციფრულ პროდუქტებზე განახლების ინიცირება/კოორდინაცია ახალი სერვისების და აქციების დამატების სახით; არსებულ პროდუქტებში შესატანი ცვლილებების/სიახლის ეფექტურობის შეფასება, მიზნობრიობის განსაზღვრა; მოსალოდნელი შედეგების ანალიზი და მიღწეული შედეგების კონტროლი;
- პროდუქტის დეტალური აღწერის მომზადება (ფიჩერები, ფუნქციონალი, ვაირფრეიმები);
- პროდუქტის დანერგვასთან დაკავშირებულ სრულ ციკლში ჩართულობა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
- არსებული და ახალი ციფრული პროდუქტების ტესტირებისა და მომხმარებლებში მოთხოვნების იდენტიფიცირების მიზნით კვლევების ინიცირება და იტერაციების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აქტიური ჩართულობა;
- პროდუქტის გაიდლაინების შექმნა და თანამშრომლების ინფორმირება/ტრენინგი;
- პროდუქტის პოზიციონირებასა და კომუნიკაციის გეგმის შემუშავებაში აქტიური ჩართულობა;
- პროდუქტების მოხმარების ამსახველი რეპორტების აწყობა და პერმანენტული გაზიარება სტეიკჰოლდერებთან;
- არსებული ციფრული პროდუქტების მოხმარების მუდმივი მონიტორინგი, ინსაიტების ამოღება;
- პროდუქტის განვითარების შემდეგი სკოუპების განსაზღვრა და დაგეგმვა, რაც უზრუნველყოფს სამიზნე შედეგის მიღწევას.
ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები
- უმაღლესი განათლება;
- ციფრული პროდუქტების (apps, web, tools) განვითარების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- პროექტის მართვის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების გამოყენებითი ცოდნა;
- პროექტის მართვის ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებითი ცოდნა;
- ციფრული პროდუქტების პროტოტიპირების მექანიზმების (sketching & wireframing) გამოყენებითი ცოდნა;
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა.
- კომუნიკაბელურობა;
- ინიციატიურობა;
- დამოუკიდებლობა;
- კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
- ინფორმაციის დამუშავების, წარდგენის და გადაცემის უნარი;
- დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
- დაგეგმვის, ორგანიზების და კოორდინაციის უნარი;
- პროფესიული განვითარებისადმი მიდრეკილება;
- სამუშაო მიზნების მიღწევაზე ორიენტაცია და პრიორიტეტების დასახვა;
- სტრატეგიული აზროვნება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 14 დეკემბერი
შენიშვნა
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
Apply for Position
Or refer someone
Share
- Line
- X (Formerly Twitter)
More jobs at JSC Credo Bank
All 24Similar roles
Lead Product Manager
UpGuard · Melbourne · today
M31 - Product Manager
FPT Asia Pacific Pte · Singapore · today
Product Manager – IVA Experience Design
American Express · Phoenix, AZ, United States · Sunrise, FL, United States · New York, NY, United States · USD 103,750–174,750/yr · today
Production and ELS Engineer
Avery Dennison · Ho Chi Minh City, Ho Chi Minh City, Vietnam · today
Staff Product Manager, Ads Safety (Ads Review)
Reddit · United States · USD 217,000–303,900/yr · today
Staff Technical Product Manager, Ads ML Platform
Reddit · United States · USD 217,000–303,900/yr · today